ბედნიერი ვარ, როცა ნაკრების კარში ვდგავარ და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობ- გიორგი მამარდაშვილი

21.03.25 00:08
ბედნიერი ვარ, როცა ნაკრების კარში ვდგავარ და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობ- გიორგი მამარდაშვილი

სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც გამარჯვებამ და საკუთარმა საგოლე გადაცემამ მოუტანა.

მამარდაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მათ ამხნევებდა.

გახარებული ვარ დღევანდელი გამარჯვებით, თბილისშიც იმაზე მაგარ ატმოსფეროს ველოდებით, ვიდრე აქ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, გულშემატკივარს, ვინც გვერდში დაგვიდგა, ჩამოვიდა და დაგვაფასა.

რაც შეეხება ასისტს-კარგი პასი გამოვიდა, არასდროს გამიკეთებია ასისტი და ბედნიერი ვარ, - განაცხადა ქართველმა მეკარემ. 

რაც შეეხება 23 მარტს დინამო არენაზე გასამართ მატჩს-მამარდაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სტადიონი სავსე იქნება.

ველოდებით სავსე დინამო არენას. ბედნიერი ვარ, როცა ნაკრების კარში ვდგავარ და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობ, - დასძინა მან.

 

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ 2 ქულიანი სხვაობით დააწინაურა გუნდი. შეხვედრის მეორე ნახევარში, 58 წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები