ექსკლუზივი: "პირველებმა" ვერის სასაფლაოზე მომხდარი ორმხრივი სროლის მთავარი მტკიცებულების ფოტოები მოიპოვა

04.03.26 20:10
ექსკლუზივი: "პირველებმა" ვერის სასაფლაოზე მომხდარი ორმხრივი სროლის მთავარი მტკიცებულების ფოტოები მოიპოვა

ოთხი ტყვიის კვალი ჯავშანჟილეტზე - "პირველების" ხელშია "ვერის სასაფალოზე" მომხდარი ორმხრივი სროლის მთავარი მტკიცებულების ფოტოები.  

ირკვევა, რომ ძმებ კაკულიების მამიდაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დროს, გიორგი რუხაძეს ჯავშანჟილეტი ეცვა, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

"პირველების" ინფორმაციით, გამოძიებას კი ამ დრომდე არც მთავარი ნივთმტკიცება და არც კამერების ჩანაწერები ამოღებული არ აქვს. 

"ვერის სასაფლაოზე" მომხდარიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, წყარო, "პირველებს" ეუბნება, რომ გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ არც თავად რუხაძეც. 

ნიკო კვარაცხელიას  მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების,  კაკულიების  მამიდაშვილს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა რუხაძე დაცვასთან ერთად  გადადგილდებოდა.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი ერთი იყო. მის მიმართ  საპასუხო გასროლა კი რუხაძის დაცვის წევრმა განახორციელა.

TV პირველი დღეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, გამომძიებლმა თავდაპირველად თქვა, რომ ვერის სასაფლაოზე ორმხრივ სროლას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ კი რაც ჟურნალისტმა მას ფოტო-მტკიცებულება აჩვენა, სამართალდამცავმა მისი პირველი განცხადება შეცვალა და აღნიშნა, რომ  გამოძიება "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს".

გელაძის უწყების თანამშრომელი ირწმუნება, რომ გამოკითხეს გიორგი რუხაძე, რომელიც გამომძიებლის თქმით, "სროლის ფაქტს არ ადასტურებს", თუმცა არსებობს თუ არა გამოკითხვის ოქმი, ან ამოიღეს თუ არა ტყვიები, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ან ჯავშან-ჟილეტი, ამ თემაზე პოლიციელები არ საუბრობენ.