ვიტალი კლიჩკო რადაში დაიბარეს

13.10.26 18:01
ვიტალი კლიჩკო რადაში დაიბარეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ოთხშაბათის სხდომაზე დაიბარეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამისი წინადადება პარლამენტის წევრმა პარტია „ხალხის მსახურიდან“, მარიანა ბეზუგლაიამ წარადგინა, რომელსაც მხარი პარლამენტის 151 წევრმა დაუჭირა.

„ხედავთ, რა ხდება დედაქალაქში. კლიჩკოსთვის ერთხელაც არ მოგვისმენია და ეს საკითხი პოლიტიკურ პარტიებს ან ძალებს არ ეხება“, - განაცხადა ბეზუგლაიამ წინადადების წარდგენისას.

შეგახსენებთ,  8 ოქტომბერს კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევი, რუსული თავდასხმების გაძლიერების გამო, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც გადარჩენის საკითხი იყო და დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებსაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავთ, ურჩია, დროებით გადასახლების შესაძლებლობა განიხილონ.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა , რომ კიევის საქალაქო ხელისუფლებამ თითქმის სრულად ვერ შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომების გატარება.