ფინეთის მოწოდებას, შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის EU-ს ტერიტორიაზე ტურისტული ვიზების გაცემა, ესტონეთიც უერთდება

13.10.26 18:53
ფინეთის მოწოდებას, შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის EU-ს ტერიტორიაზე ტურისტული ვიზების გაცემა, ესტონეთიც უერთდება

ფინეთის მოწოდებას, შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის EU-ს ტერიტორიაზე ტურისტული ვიზების გაცემა, ესტონეთიც უერთდება.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მარგუს ცაჰკნა ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო საიმპლემენტაციო აქტები რუსი მებრძოლებისთვის ბლოკის ტერიტორიაზე შესვლის ყოვლისმომცველი აკრძალვის დასაწესებლად.

“რადგან რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ თავდასხმას უკრაინაზე, ქალაქების დაბომბვას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, მიუღებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ შენგენის ზონაში ტურისტული მიზნებით შეუფერხებლად გადაადგილება. ვიზების პოლიტიკა უნდა ასახავდეს რუსეთის მიმდინარე აგრესიის სიმძიმეს. ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე ყველა არსებული საშუალებით”, -წერს ცაჰკნა.

  • ცნობისთვის, ფინეთი გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა სრულად უნდა აკრძალოს.
  • ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთა სავიზო განაცხადების განხილვის სახელმძღვანელო პრინციპები უნდა გაამკაცროს და საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინოს, რომლებიც ევროკავშირის მასშტაბით ამგვარი აკრძალვის დასაწესებლადაა საჭირო.