EU-მა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერები გახსნა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.
„საბჭომ გახსნა მე-2 კლასი - „შიდა ბაზარი“ - და მე-3 კლასი - „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა”. მოვუწოდებთ უკრაინას, განახორციელოს შემდგომი რეფორმები“, - განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა თომას ბირნმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას.