რუსეთის სარაკეტო იერიში კიევსა და ენერგოობიექტზე: დაღუპულია 2 ადამიანი, 21 კი მძიმედ დაშავდა

14.10.26 10:35
რუსეთის სარაკეტო იერიში კიევსა და ენერგოობიექტზე: დაღუპულია 2 ადამიანი, 21 კი მძიმედ დაშავდა

საოკუპაციო ძალებმა კიევზე გამთენიისას მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი - ადგილზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 მძიმედ დაშავდა.

პარალელურად, დარტყმის სამიზნე გახდა კიევის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურიც, რამაც ენერგოინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმის წინ საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა. მისი თქმით, ქვეყანას მოსალოდნელი იერიშის შესახებ პარტნიორებისგან გაფრთხილება არც ამჯერად მიუღია.