რუსეთში „სბერბანკის“ ერთ-ერთი უმსხვილესი მონაცემთა ცენტრი იწვის
სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში განხორციელდა. დარტყმის მთავარი სამიზნე „სბერბანკის“ მშენებარე, თუმცა უკვე მოქმედი მონაცემთა დამუშავების გიგანტური ცენტრი გახდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქალაქში ათობით აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ლოკაციაზე ძლიერი ხანძარი მოჰყვა. სატელიტურმა კადრებმა ცეცხლის კერა პირდაპირ მონაცემთა ცენტრის ტერიტორიაზე დააფიქსირა.
-
პროექტის ღირებულება 122,2 მილიარდ რუბლს შეადგენს და ის რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი Data-ცენტრი უნდა ყოფილიყო, რომელიც საბანკო IT-ინფრასტრუქტურასთან ერთად სახელმწიფო ციფრულ პლატფორმა „გოსტეხსაც“ მოემსახურებოდა.
-
„სბერბანკზე“ იერიში უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა (რომელიც შორ მანძილზე მოქმედ დრონებსა და რაკეტებს აწარმოებს) დაადასტურა მინიშნებით: „სბერბანკ, მიიღე ესტაფეტა!“.
-
გავრცელებული ცნობებით, დრონების სამიზნე ასევე გახდა ადგილობრივი ენერგოობიექტები და მეტალურგიული ქარხანა „მზ ბალაკოვო“.