ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა

14.10.26 16:44
ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, შეხვედრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ.

"უკვე დიდ ბრიტანეთში ვარ ჩემს გუნდთან ერთად. დღეს მექნება აუდიენცია მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-სთან. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემთან. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების ფართო სპექტრს. ჩვენ ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაგვაძლიერებს. მადლობას ვუხდი მეფეს, პრემიერ-მინისტრს და მთელ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის! " - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში