„ჯენ-ზი აგვარებს“ - გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში ახალგაზრდების პროტესტს შეტაკებები მოჰყვა

01.11.26 13:43
„ჯენ-ზი აგვარებს“ - გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში ახალგაზრდების პროტესტს შეტაკებები მოჰყვა

გერმანიაში ახალგაზრდების მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. მოძრაობის, სახელწოდებით „ჯენ-ზი აგვარებს“ (Gen Z regelt), ორგანიზებით, დემონსტრაციები 31 ოქტომბერს ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ჰამბურგსა და ლაიფციგში ჩატარდა.

აქციის მონაწილეები კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობას ახალგაზრდების პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტები აპროტესტებენ ცხოვრების გაძვირებას, განათლებისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირებას. მათი მოთხოვნები ასევე მოიცავს ხელმისაწვდომ საცხოვრებელს, უკეთეს განათლებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ პროტესტს.

შესაძლო არეულობის შიშით, გერმანიის რამდენიმე ქალაქში უსაფრთხოების ზომები წინასწარ გააძლიერეს. მაღაზიების ნაწილმა ვიტრინები დამცავი ფარებით გადაკეტა, ქუჩებში კი პოლიციის დამატებითი ძალები განალაგეს.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ფრანკფურტში, ჰამბურგსა და კიოლნში შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა სავაჭრო ობიექტები, სამართალდამცველებმა კი ზოგიერთ ქალაქში წყლის ჭავლიც გამოიყენეს.

მსგავსი სიახლეები