Reuters: აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა - მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გაუმართაობაა
აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა - მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გაუმართაობაა.
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განცხადება გაავრცელა, რომ „საგანგებო გარემოებებისა და უსაფრთხოების“ გამო ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში ფრენები შეაჩერა.
FlightRadar24-ის მონაცემებით, აშშ-ის მასშტაბით 6600-ზე მეტი რეისი გაუქმდა და 8600 რეისი გადაიდო.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკუეინ მალინმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ სისტემაში გაუმართაობა კიბერშეტევამ ან ხელოვნური ინტელექტის ჩარევამ გამოიწვია.
კიბერშეტევა და ხელოვნური ინტელექტის ჩარევა გამორიცხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ შეფერხება მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია.
ამასთან, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება კონგრესს შეუძლია, თუ ახალი სისტემისთვის საჭირო დაფინანსებას გამოყოფს.
საჰაერო მოძრაობის უწყებების წარმომადგენელთა თქმით, ფედერალურ ადმინისტრაციას არ დაუზუსტებია როდის მოიხსნება აფრენაზე აკრძალვა, თუმცა იკვეთება ნიშნები, რომ კომუნიკაციის პრობლემები ზოგიერთ ადგილას უმჯობესდება.