პუტინი: რუსულ ცივილიზაციას არასოდეს არავინ დაუპყრია

21.11.26 21:11
პუტინი: რუსულ ცივილიზაციას არასოდეს არავინ დაუპყრია

"რუსულ ცივილიზაციას არასოდეს არავინ დაუპყრია" - ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაემირ კუსტურიცასთან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინი სერბ რეჟისორთან რუსეთის განსაკუთრებულობაზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ რუსები საყოველთაო ადამიანურობით გამოირჩევიან. 

რით განსხვავდება რუსული ცივილიზაცია? იცით, ვფიქრობ, მე გამუდმებით ამაზე ვფიქრობ და აი, რა დასკვნამდე მივდივარ: რუსულ ცივილიზაციას არასოდეს არავინ დაუპყრია. ის რუს ხალხს, რუსულ ეთნოსსაც აძლევდა განვითარების საშუალებას და პირობებს ქმნიდა სხვა ხალხებისა და სხვა ეთნოსების განვითარებისთვისაც, რომლებიც რუსეთის იმპერიის, რუსეთის სახელმწიფოს ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ. ყველას აძლევდა განვითარების საშუალებას, უზრუნველყოფდა მათ სუვერენულ სულიერ განვითარებას, მათ რელიგიას, ტრადიციებსა და ენებს. და აი, ეს გარკვეულწილად უნიკალურობაა, სწორედ ამაშია რუსეთის ცივილიზაციის უნიკალურობა.

ვუბრუნდები თქვენს პირველ შეკითხვას: რაშია საიდუმლოება, რუსეთის განსაკუთრებულობა. ძალიან კარგად თქვა რუს ადამიანზე დოსტოევსკიმ. მან თქვა, რომ რუსი ადამიანი მარტივად ურთიერთობს სხვებთან, ცხოვრობს სხვებთან და ეჩვევა სხვას. და საერთოდ, რუს ადამიანს  საყოველთაო ადამიანურობის ძალიან ძლიერი ინსტინქტი გააჩნია. ესეც, მათ შორის, განასხვავებს რუსულ ცივილიზაციას", - განაცხადა პუტინმა. 

მსგავსი სიახლეები