ვარშავაში 15 წლის გოგო სკოლაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს
ვარშავის ვოლას რაიონიდან პოლიციამ დააკავა 15 წლის მოსწავლე სოციალურ ქსელში სკოლაზე თავდასხმის მუქარის გამოქვეყნების შემდეგ - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გოგონამ გაავრცელა და საჯაროდ წარმოადგინა ტერორისტული შინაარსის განცხადება ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით თავდასხმის მომზადების შესახებ და საჯაროდ აქებდა ტერორისტულ დანაშაულებს.
მედიის თქმით, შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე 15 წლის მოზარდს ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.
საქმე ამჟამად საოჯახო სასამართლოს გადაეცემა.