მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

27.11.26 10:43
მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საკითხზე მკაფიო და მწვავე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ომში მყოფი ქქვეყნისთვის დახმარების შეჩერება ევროპისთვის მოკლევადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურ საფრთხეებს შექმნის.

მაკრონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობისაა. საფრანგეთის ლიდერის განმარტებით, კიევის თავდაცვა პირდაპირ კავშირშია დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებასთან, რადგან ვლადიმერ პუტინის სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ არის — მის უფრო ფართო გეგმებში როგორც ევროკავშირი, ისე ნატო შედის.

„უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ისინი ასევე ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზზე არიან. ჩვენ უნდა შევხედოთ რუკას და მივმართოთ ისტორიას. ამიტომ, დიახ, ეს ომი ევროპული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურია“, - განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები