პაატა სალიას პირველი კომენტარი ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი პოლიციელის დანიშვნაზე

27.10.26 11:09
პაატა სალიას პირველი კომენტარი ციხეების შეფის პოსტზე ყოფილი პოლიციელის დანიშვნაზე

 

 

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ციხეების შეფის პოსტზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ რამაზ თათარაშვილი პენიტენციურის ხელმძღვანელად დანიშნულიყო. 

სალიას თქმით, მას აღნიშნულზე ასევე საუბარი ჰქონდა შს მინისტრ სულხან თამაზაშვილთანაც, რომელ უწყებაშიც რამაზ თათარაშვილი მუშაობდა. 

ციხეების ახალი უფროსის შერჩევა მოგვიწია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა მე ვიცნობ პირადად ამ ადამიანს, ვიციმისი პროფესიონალიზმის შესახებ და მივიღე გადაწყვეტილება დამენიშნა. ჩემი რეკომენდაცია იყო იყო, თუმცა შს მინისტრთანაც მქონდა საუაბრი, სადაც აქამდე მუშაობდა".- ამბობს პაატა სალია. 

2 წლის წინ, აქციების დროს, რამაზ თათარაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო ხელმძღვანელობდა - მაშინ ყოფილ სპეცრაზმელს აქტივისტები დევნაში ადანაშულებდნენ.

"პირველებმა" პაატა სალიას ჰკითხა, იყო თუ არა აღნიშნული გარემოება შემაფერხებელი, რომ ციხეების უფროსად თათარაშვილი დაენიშნა:

პრეტენზიები ისმოდა მისი მისამართით - ეს გარემოებები არ დადასტურებულა არცერთი გამოძიების ფარგლებში და მხოლოდ ბრალდებები, რომელიც მედიაში ვრცელდება და რომელსაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, ამით გადაწყვეტილებები არ მიიღება სახელმწიფო სისტემაში", - განაცხადა სალიამ. 

"პირველებმა" კითხვები დღეს ირაკლი კობახიძესაც დაუსვა, თუმცა მთავრობის მეთაურმა არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ დანიშნა ციხეების ახალ უფროსად ყოფილი პოლიციელი, რომელსაც აქტივისტები დევნაში ადანაშაულებდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად გუშინ რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

ვინ არის რამაზ თათარაშვილი?

  • თათარაშვილი ივნისიდან დღემდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. მანამდე კი ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
  • 2 წლის წინ, აქციების დროს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მაშინდელ ხელმძღვანელს აქტივისტები დევნაში ადანაშულებდნენ.
  • აქციების დროს გადაღებულ კადრებში ჩანდა, როგორ აკავებს თათარაშვილი მომიტინგეებს.

 

მსგავსი სიახლეები