ივანიშვილი მშვიდად ვეღარ არის - გიორგი სიორიძე

29.10.26 23:21
ივანიშვილი მშვიდად ვეღარ არის - გიორგი სიორიძე

"ოცნებას" არ გააჩნია სამართლებრივი არგუმენტი პოლიტიკური პარტიების გასაუქმებლად - განცხადება ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

"ქართული ოცნება" არ არის "მშვიდად და მოსვენებულად" - ამბობს პოლიტიკოსი. 

არ მგონია, რომ იდილიაში იყოს ვინმე, თვითონ ბიძინა ივანიშვილიც და და მით უმეტეს მისი პოლიტიკური გუნდის წევრები, რომლებმაც არ იციან, ხვალ ვის რა დღე ელის, ვინ ვისი პროტეჟია, ვინ აღმოჩნდება კორუფციის ბრალდებით 15 წლით პატიმრობაში, და ვინ შეეჯიბრება ერთმანეთს ახსნა-განმარტების დაწერაში ხელის დადებაში და საპროცესო გარიგების უკეთესი გარიგებაში მოპოვებაში.

ასეთ მდგომარეობაში არიან და დარწმუნებული ვარ, არავის ულხინს დღეს, არავინ არ არის მშვიდად და მოსვენებულად, თან თვითონ ხომ კარგად იციან, აქ არანაირი საფუძველი არ არსებობს პარტიების აკრძალვის" - აცხადებს გიორგი სიორიძე.

მსგავსი სიახლეები