პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს

05.11.26 23:12
 პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს

პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს - უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო ორგანო 7 თანამშრომლისთვის  ხელოვნური ინტელექტის ციფრული პლატფორმის ერთწლიანი ლიცენზიის შეძენას აპირებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, დოკუმენტს აპარატის უფროსს კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს. 

ეს ინფორმაცია სახელმწიფო ტენდერების საიტზე 4 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი.

შესყიდვა გამარტივებული გზით განხორციელდება. 

პარლამენტის აპარატი თვლის, რომ საბიუჯეტო ოფისს ეს სჭირდება:

  • „მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზაციის, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების უზრუნველსაყოფად“,
  • ასევე, „მაკროეკონომიკური პროგნოზირების, გარე წყაროებიდან ინფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების ავტომატიზაციისათვის.

„ChatGPT Business-ის პაკეტის გამოყენება არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“ - წერია განცხადებაში. 

აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა, სადაც განცხადების განხილვა 10 ნოემბრამდე იგეგმება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას ყიდულობს, თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები