მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს

10.11.26 23:26
მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს

 

 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი თვლის, რომ დაფონანსება, რომელსაც საპატრიარქო ხელისუფლეისგან იღებს, გამჭვირვალე უნდა იყოს. 

ამის შესახებ მაღალმა იერარქმა, იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა. 

მისივე შეფასებით, მაღალი იერარქები "ვერ ამბობენ სიმართლეს, რადგან ეკლესია ძირითადად სახელმწიფოსგან ფინანსდება". 

ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითუელი თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - აღნიშნა მეუფე იობმა.

ამასთან, ქადაგებისას მაღალმა იერარქმა ახსენა 2012 წელს გამოჟონილი ე.წ. კრეფსები და თქვა, რომ მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო. 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ "პატრიარქის კრიტიკაც შესაძლებელია". 

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, რომ მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) პატრიაქობის კანდიდატი იყო.

2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) 9 ხმა მიიღო.