სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი

10.11.26 23:37
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი

 

 

სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - ამის შესახებ მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) ამბიონიდან საუბრობს. 

როგორც სინოდის გავლენიანმა წევრმა ქადაგებისას თქვა, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინასების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება. 

დღეს ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, რომ მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) პატრიაქობის კანდიდატი იყო.

2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) 9 ხმა მიიღო.