ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტელეკომოანია "ფორმულადან" თანამშრომლების ევაკუაციის პროცესს ახორციელებს.
ხალხი გაჰყავთ ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაბთავსებული სხვა ოფისებიდანაც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შენობის 17-18-ე სართულზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმში ძლიერი დაკვამლიანება იყო.
უშუალოდ "ფორმულას" ნიუსრუმში 22 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ისინი ეტაპობრივად [4-4 ადამიანი] ჩამოიყვანეს.