ნუნუ დუღაშვილი მახათას მთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

08.11.26 18:04
ნუნუ დუღაშვილი მახათას მთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

93 წლის ასაკში გარდაცვლილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დაკრძალვამდე ხელოვანი მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი და ბექა ოდიშარია.

მსგავსი სიახლეები