როგორც აღმოჩნდა დალუქული ტელეფონი გიჩო მარგველაშვილის ხელში? - დავით ფეიქრიშვილი ამბობს, რომ მისგან ჩანაწერებს ითხოვდნენ

12.11.26 12:28
როგორც აღმოჩნდა დალუქული ტელეფონი გიჩო მარგველაშვილის ხელში? - დავით ფეიქრიშვილი ამბობს, რომ მისგან ჩანაწერებს ითხოვდნენ

დავით ფეიქრიშვილი საკანში მის მიმართ გახორციელებულ 4 დღიან წამებაზე საუბრობს - გლდანის ციხის პატიმარმა დღეს სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა, თქვა, რომ მის საკანში კონრეტული პირები ტელეფონის გახნის მიზნით შეაგზავნეს.

როგორც ბრალდებული აცხადებს, საკანში შესვლის შემდეგ, ამ კონკრეტულმა პირებმა დაურეკეს გიჩო მარგველაშვილს, რომელმაც კამერის მეშვეობით დავით ფეიქრიშვილს მისი პირადი ტელეფონი დაანახა, რომელიც წესით გამოძიების მიერ დალუქული უნდა ყოფილიყო და აღნიშნული ტელეფონის პაროლი მოსთხოვა.

  • ცნობისთვის, გიჩო მარგველაშვილი "ვერის საძმოს წევრია". მისი სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა,  თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა. 

დავით ფეიქრიშვილმა თქვა, რომ სთხოვდნენ ჩანაწერებს -"მეთქი რა ჩანაწერები მაქვს, თუ რამე პოლიცია გახსნისთქო, არაო, რა პოლიცია გახსნისო". 

სხდომაზე საქმის პროკურორმა დღეს თქვა, რომ ტელეფონები სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადატანილი და თუ რაიმე თუ იკვლევენ - "თუ რამე დარღვევა გამოიკვეთა, ამას გავიგებთ".

დავით ფეიქრიშვილი: მე მაქვს თვითდაზიანებები, მობილური ამათ ხელში რო არ აღმოჩენილიყო, მე მაწამეს, ტელეფონი იყო მთავარი მიზეზი ამ წამების, მე მობილური უნდა გამეხსნა, ამიტო მაწამეს, პროკურორის ვალდებულებაც აქ იკვეთება, ეს ტელეფონი უნდა ყოფილიყო დალუქული, ვიდეო-ქოლი რომ ჩართეს და დაურეკეს ამ გიჩოს, გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს, მე ვუთხარი, ეს ჩემი ტელეფონია, ეს ჩემი შვილის, მერე მაწამეს, შენ რაღაც ჩანაწერები გაქვსო მაწვებოდნენ, მეთქი რა ჩანაწერები მაქვს, თუ რამე პოლიცია გახსნისთქო, არაო, რა პოლიცია გახსნისო. მიპასუხეს - „არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ“, ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ. თუ ეს პროკურორის ვალდებულება არაა, რომ დაიცვას ნივთმტკიცებულება, მისი პასუხისმგებლობა იკვეთება, დარღვეულია ჩემი  უფლებები. 40 ნაკერი მადევს, 4 დღე მაწამებდნენ, ციხის უფროსი მაწამებდა, და სხვებიც, ვიდეო ქოლით ელაპარაკებოდნენ გარედან.

პროკურორი: ტელეფონი გადატანილია ექსპერტიზაზე და თუ რამე დარღვევა გამოიკვეთა, ამას გავიგებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც გადაგზავნილია ეს მობილური ტელეფონები და კვლევა მიმდინარეობს, რა ეტაპზეა არ ვიცი.

ფეიქრიშვილი: ეხლა შენი ძმის ტელეფონი უნდა გაგვხსნაო, ამით დამთავრდება ყველაფერიო. გოცირიძე და შოთა ყიფიანი ეს ორი ნასეტკა დამყვებოდნენ თანამშროებთან ერთად, იზოლირებული ვყავდი ყველანაირად, ორი საათი მცემდნენ და აზრზე რომ მოვედი, ლეიბები, მატრასები  იყო საკანში, ციხის უფროსმა ცხელი პურები გამოგვიგზავნა, მაშინ  მივხვდი, რომ ესენი ჩემს საკანში რჩებოდნენ, მე ნდობა ამ პროკურორის მიმართ არ მაქ.

აღნიშნული განცხადება ფეიქრიშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც მისმა ადვოკატმა, პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის აცილების შუამდგომლობას, ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

რა ვიცით დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე: 

  • 20 ოქტომბერს პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა  და დედამ, ნინო აბრამიშვილმა გააკეთეს საჯარო განცხადება და თქვეს, რომ  მე-8 პენიტენციურში მოთავსებულ დავით ფეიქრიშვილს "ფიზიკური დაზიანებები" ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, ასევე, "კაჭარავამ და გოცირიძემ" მიაყენეს. 
  • მალევე გაირკვა, რომ დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში.
  • პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ ფეიქრიშვილზე "თანამესაკნეებს არ უძალადიათ".  უწყება ამტკიცებდა,  რომ დავით ფეიქრიშვილმა ადვოკატთან შეხვედრის შმდეგ "მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა".  
  • ოჯახის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის დაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო.
  • 25 ოქტომბერს, ფეიქრიშვილების დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში სცემეს მის მეორე შვილს, გიორგი ფეიქრიშვილს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს. 
  • 26 ოქტომბერს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.