ავარია ქობულეთის სოფელ ხუცუბანში - დაშავდა 4 ადამიანი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადამ კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.