საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა

18.11.26 18:14
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივ ბაზარს ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შეემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, ორთაჭალაში, მულტიფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი Platform გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს 1 ნოემბრიდან მასპინძლობს.

Platform პრემიუმ კლასის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს ერთ სივრცეში სთავაზობს: ფიტნესდარბაზს, ღია საცურაო აუზს, საუნას, ჯაკუზისა და ველნეს ზონას, სილამაზისა და ესთეტიკურ სალონს.

კომპლექსი გლობალური ბრენდის, Realleader USA-ის პრემიუმ კლასის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ამასთან, Platform საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, სივრცე გამოირჩევა ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი.

Platform მდებარეობს თბილისში, ორთაჭალაში, ნადიკვარის III ქუჩაზე, Monolith Green City-ის ტერიტორიაზე.

საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკი პარტნიორებს ბიზნესის დაწყების, განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს ბანკი ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, მათ შორის როგორც ფინანსურ რესურსებს ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო  ინიციატივებსა და პროექტებს.

NS