კალაძე: კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს... თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს სასტუმროებში დავაბინავებთ
კახა კალაძე ქვემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილას იმყოფება - თბილისის მერის თქმით, ადგილზე შსს-ს უწყებასთან ერთად მუშაობს მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც სწავლობს, რამდენად მდგრადია კორპუსი და არსებობს თუ არა ჩამონგრევის საფრთე.
კალაძე ამბობს, რომ უკვე მობილიზებულია სასტუმროები იმ ოჯახებისთვის, რომელთა კორპუსიდან ევაკუიერება განხორციელდა. "ოცნების" ლიდერის თქმით, თუ საჭირო იქნება 90-ვე ოჯახის სასტუმროებში დააბინავებენ.
ფონიჭალაში სამწუხარო ფაქტი მხოდა. აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში 7 ადამიანს ეძებენ. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, შსს-ს ყველა უწყება, ერთობლივად მიმმდინარეობს სამუშაოების და ღონისძიების გატარება. ასევე მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება კორპუსის ყველა ოჯახს- საუბარია 90 ოჯახზე, დავაბინავებთ, თუ ამსი საჭიროება იქნა. ამის შესახებ გვეცოდინება, რაც მუნიციპალური ლაბორატორია დაასრულებს შემოწმებას. ამის შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელეი", - განაცხადა კახა კალაძემ.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.