ასე გამოიყურება ზემოდან აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი - "ტვ პირველის" მიერ გადაღებული დრონის კადრები (ვიდეო)
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში - "ტვ პირველმა" დრონით კორპუსის ზედა კადრები გადაიღო.
"ტვ პირველის" აეროგადაღების კამერის კადრებით ირკევვა, რომ ჩანგრეულია მეხუთე, მეოთეხე და მესამე სართულების სართულშორისი ფილა. სინკარები და კედლის ნანგრევები კი ყრია პირველ და მეორე სართულზე.
მაშველებმა ახლა სწორედ ეს ნაწილი უნდა გაწმინდონ და ამ ოთხი სართულის ნანგრევებში იპოვონ დაკარგულები.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ: