„ჩემს ნომერს აქვეყნებენ, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი“ - თორნიკე რაზმაძე

23.11.26 15:18
„ჩემს ნომერს აქვეყნებენ, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი“ - თორნიკე რაზმაძე

ჟურნალისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. რაზმაძე წერს, რომ ერთ-ერთი Facebook-ჯგუფიდან გამოქვეყნებული განცხადების სქრინშოტი WhatsApp-ის საშუალებით უცნობმა პირმა გაუგზავნა. მისი თქმით, თავად პოსტი ვერ იპოვა და არ გამორიცხავს, რომ ჯგუფის ადმინისტრატორმა უკვე წაშალა.

რაზმაძე მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო - ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფებში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს. [...] ეს სქრინი გამომიგზავნა ვოთსაფში ვიღაცამ, ანუ სავარაუდოდ როგორც ყიდვის მსურველმა.  თავად ამ პოსტს ვერ ვპოულობ, შეიძლება უკვე წაშალა ადმინმა“, - წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ რაზმაძემ სატელევიზიო კომენტარი "ტვ პირველსსაც" მისცა: 

უკვე რამდენიმე დღეა ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის სახე მიიღო. თავიდან დაიწყეს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების გავრცელება. თავიანთი, „ქართული ოცნების“ ტროლ-პეიჯებით, რომლებიც ცდილობდნენ იმის ჩვენებას, თითქოს მე ნარკორეალიზატორი ვარ. ბოლო წუთებში დაიწყო ასევე ღია ჯგუფებში ჩემი ტელეფონის ნომრის დადება, როგორც ვითომდა ნარკორეალიზატორის, რომ ამ ნომერზე დაუკავშირდითო. და ანუ სრულმასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს უბინძურესად ჩემს წინააღმდეგ. გვერდზე დაიდო ვიდეო, ძველი, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ვიდეო და ახლა ამტკიცებს პროპაგანდისტული საშუალებებით, თითქოს მე განვათავსე ეს ვიდეო და თორნიკე რაზმაძესტან დაკავშირებულმა გვერდმა განათავსო. ანუ დაკავშირებულს ეძახიან იმას, რომ ის გვერდი აზიარებდა ჩემს ვიდეოებს. მე დავთაგე შესაბამის პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტროც, ახლა თუ უნდათ რამის გაკეთება, ესეც საკმარისია, მაგრამ დიდი იმედი რა თქმა უნდა არა მაქვს. ცნობილი, ეგრეთ წოდებული მარგარიტა სიმონიანისთვის გინების საქმის შემდეგ, რომ ძალიან გაბრაზდნენ ჩემზე. ეს არის სამაგიერო ერთგვარი, რაც ორ ვარიანტს ვხედავ: ერთი შეიძლება დასრულდეს ამ ყველაფრის გაგრძელებით და ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით, ან არ ვიცი, რაღაცა მსგავსი ფორმით, ან როგორც მინიმუმ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე", - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები