ირანის მთავრობამ ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა

11.01.26 14:31
ირანის მთავრობამ ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა

ირანში ინტერნეტსა საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე წვდომა შეზღუდულია. 

ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ  ინტერნეტის გათიშვა საპროტესტო აქციებს უკავშირდება. 

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი დაიღუპა.

BBC-სთან ირანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები ახალგაზრდებს თავში და გულში დამიზნებით ესვრიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია.

გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას განიხილავს. 

ირანის პარლამენტის სპიკემა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ირანის მთავრობის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზები, გემები და ისრაელი გახდება.

ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო.