აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა

08.07.26 11:32
აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა.

„როიტერი” წერს, რომ აშშ-ის განცხადების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.

  • ცნობილია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ თვეში თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა, თუმცა სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 17 ივლისამდე შემცირდა.

ირანმა აშშ-ის გადაწყვეტილებას „მემორანდუმის დარღვევად“ აფასებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგზე.

ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები