მთავრობის სახელით ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე - ხორვატიის პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი, ქვეყნის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე, მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – წერს ანდრეი პლენკოვიჩი Twitter-ზე.
ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის.