არ გვაკვირვებს აშშ-ის ახალი სცენარი, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაჭრელად ყალბი საბაბის შექმნას ეხება - რუსეთის საელჩო

04.02.22 10:46
არ გვაკვირვებს აშშ-ის ახალი სცენარი, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაჭრელად  ყალბი საბაბის შექმნას ეხება - რუსეთის საელჩო

აშშ-ს განცხადებას, თითქოს რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ინსცენირებულ პროპაგანდისტული ვიდეობის გამოქვეყნებას გეგმავს, რუსეთის საელჩო პასუხობს. უწყების ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები გასაკვირი არ არის. მათი თქმით, მსგავსი სცენარების შექმნა შეერთებულ შტატებს ახასიათებს. 

არ გვაკვირვებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ახალი სცენარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ყალბი საბაბით სავარაუდო მზადების შესახებ. ეს დამახასიათებელია შეერთებული შტატებისთვის. საერთაშორისო საზოგადოებას ახსოვს სიყალბეები, რომლებსაც აშშ იყენებდა სამხედრო ინტერვენციებისთვის მთელ მსოფლიოში,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის საბაბის გაყალბებისთვის გეგმა შექნა, რომელიც ინსცენირებული თავდასხმების ამსახველი პროპაგანდისტული ვიდეოების წარმოებას ითვალისწინებს.