ზელენსკიმ თბილისში მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა

26.02.22 22:03
ზელენსკიმ თბილისში მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თბილისში მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და დედაქალაქში შეკრებილებს მადლობა ამ ფორმით გადაუხადა. 

სოლიდარობა უკრაინას! - დედაქალაქის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

აქციაზე საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერ ღარიბაშვილის უმოქმედობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა  საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები,  პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და მხარდასაჭერად არც თავად ჩავა კიევში.  აქციის მონაწილეები უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

სამოქალაქო აქტივისტების გუშინდელმა პროტესტმა კი შედეგი უკვე გამოიღო - საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს.