ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა - რას ამბობენ პენტაგონში

23.03.22 13:27
ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა - რას ამბობენ პენტაგონში

პენტაგონის პასუხი კრემლს -  ჯონ კირბი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დიმიტრი პესკოვი სახიფათო რიტორიკას ავრცელებს. 

"პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა ასე არ უნდა იქცეოდეს" - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა. 

მისი თქმით, აშშ ჯერ ვერ ხედავს საკუთარი ბირთვული მზადყოფნის შეცვლის აუცილებლობას. 

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბირთვული იარაღის გამოყენება არ გამორიცხა.