შპიონაჟში ბრალდებული დიპლომატები - პოლონეთი ქვეყნიდან 40 რუს მაღალჩინოსანს აძევებს

პოლონეთი ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს. მიზეზი შპიონაჟია. ინფორმაციას გამოცემა ONET ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოთხშაბათს დილით რუსეთის ელჩი პოლონეთში სერგეი ანდრეევი საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბბინაში გამოიძახეს.
რუსი დიპლომატების სიაში, რომლებიც პოლონეთის ხელისუფლების აზრით, ქვეყნის ტერიტორიაზე ვენის კონვენციასთან შეუსაბამო საქმიანობას ახორციელებდნენ, 40 გვარი შევიდა. მათ მიეკუთვნებიან ვარშავაში რუსეთის საელჩოს წარმოამდგენლებიც.
გამოცემის ინფორმატორის ცნობით, აღნიშნული დიპლომატები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, მათი ქმედებები კი შპიონაჟის აქტებად იქნა მიჩნეული.
მოგვიანებით ინფორმაცია პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენელმა სტანისლავ ჟარინმაც დაადასტურა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ შპიონაჟში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის სია შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარშავაში რუსეთის საელჩოს ბოლი ასდიოდა. არსებობს ეჭვი, რომ დიპლომატები დოკუემნტებს ანადგურებდნენ.