"უკრაინა ყირიმში შეჭრას არ გეგმავდა" - პუტინის სიტყვით გამოსვლას უკრაინაში სიცრუე უწოდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას სიცრუეს უწოდებს. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ყირიმში შეჭრას არ გეგმავდა და ეს ომი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ავადმყოფური იმპერიული ამბიციების გამო დაიწყო.
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ნატოს ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას არ აპირებდნენ. უკრაინა ყირიმში შეჭრას არ გეგმავდა. რუსი ჯარისკაცები იღუპებიან არა იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანას იცავენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. ამ ომს არავითარი რაციონალური მიზეზი არ ჰქონია, რუსეთის ფედერაციის ავადმყოფური იმპერიული ამბიციების გარდა, - განაცხადა პოდოლიაკმა.
პუტინმა მოსკოვში 9 მაისს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრეაინა და ნატო წევრი ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას გეგმავდნენ.