უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა - პესკოვი

31.05.24 17:51
უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა - პესკოვი

უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა: ცნობილი იყო თუ არა რუსეთისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ფარულად მისცა.

„არა, ჩვენთვის არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. რაც ვიცით, არის ის, რომ ზოგადად, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული იარაღით დარტყმის მცდელობები. ეს ჩვენთვის საკმარისია და ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამერიკა და გერმანია უკრაინას უფლებას აძლევენ, მათი იარაღი გამოიყენენონ. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურ კიევს შორის მანძილის რაკეტების გამოყენება შეეძლება და იერიშს რუსეთის სამხედრო ბაზებსა და საწყობებზე მიიტანენ. თუ ეს მოხდება, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი და სამხედრო აგრესია ახალ ფაზაში გადავა. ალოგიკურიაა გქონდეს დასავლური იარაღი და ვერ მოქმედებდე მკვლელების წინააღმდეგ -  თქვა იენს სტოლტეგერგმა პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჩრდილო  ატლანტიკურ ალიანსშიი ამ საკითხისს ირგვლივ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. გამოცემა "პოლიტიკო" კი წერს, რომ თუ უკრაინა იერიშზე გადავა, შეტევა ხარკოვისს შორი ახლოს, რუსეთის ტეროტორიაზე დაიწყება.