უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე

აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი. რედ.) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას უწოდა „წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც მას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".
ამერიკა და გერმანია უკრაინას უფლებას აძლევენ, მათი იარაღი გამოიყენენონ. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურ კიევს შორის მანძილის რაკეტების გამოყენება შეეძლება და იერიშს რუსეთის სამხედრო ბაზებსა და საწყობებზე მიიტანენ. თუ ეს მოხდება, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი და სამხედრო აგრესია ახალ ფაზაში გადავა. ალოგიკურიაა გქონდეს დასავლური იარაღი და ვერ მოქმედებდე მკვლელების წინააღმდეგ - თქვა იენს სტოლტეგერგმა პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსშიი ამ საკითხისს ირგვლივ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. გამოცემა "პოლიტიკო" კი წერს, რომ თუ უკრაინა იერიშზე გადავა, შეტევა ხარკოვისს შორი ახლოს, რუსეთის ტეროტორიაზე დაიწყება.