ზელენსკი მაკრონს ხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელშია - ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.
ცნობისთვის, დღეს, 6 მარტს, ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ლიდერებს გადაიარაღების გეგმას წარუდგენს, რომელიც 800 მილიარდი ევროს თავდაცვით ინვესტიციას გულისხმობს.
ამავე თემაზე ასევე ნახეთ:
- "დღეს ლიდერებს წარვუდგენ გადაიარაღების გეგმას" - რას გულისხმობს ლაიენის პროექტი
- ზელენსკი ევროპელ ლიდერებს: თქვენ ძლიერი სიგნალი გააგზავნეთ უკრაინელ ხალხთან, რომ ჩვენ მარტო არ ვართ
- ლიდერებს ვთავაზობ, დავადგინოთ უკრაინის EU-ში გაწევრიანების საორიენტაციო ვადა, ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური ერთგულება - ნაუსედა
- ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ - კოშტა
- "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის გადაიარაღებაა" - დანიის პრემიერი