დონალდ ტუსკი: ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, რუსეთი წააგებს, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო

06.03.25 17:43
დონალდ ტუსკი: ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, რუსეთი წააგებს, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო

ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს - განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა. 

მისი თქმით, ევროპამ ბევრი დრო დაკარგა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს არ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა 40 წლის წინ"- ამბობს ტუსკი. 

დღეს, ყველაფერი ნამდვილად შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. მათ ეს დაადასტურეს პარიზსა და ლონდონში შეხვედრების დროს.

ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს. ეჭვი არ არსებობს, რომ ომი უკრაინაში, ევროპისადმი ამერიკული ადმინისტრაციის ახალი მიდგომა და, ყველაფერზე მეტად, რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების რბოლა, სრულიად ახალ გამოწვევებს წარმოადგენს ჩვენთვის. ევროპა უნდა ჩაერთოს ამ შეიარაღების რბოლაში და მოიგოს ის.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს არ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა 40 წლის წინ... ეს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი მეთოდია. 

ევროპა დღეს მზად არის უსაფრთხოებაზე სტარტისთვის, მზად არის უფრო სწრაფად, ჭკვიანურად და ეფექტურად შეიარაღდეს, ვიდრე რუსეთი.

დღეს არ გვაქვს ზედმეტად ოპტიმისტურად ყოფნის საბაბები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც ევროპამ გაიაზრა, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მას”, - განაცხადა ტუსკმა.

სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ლიდერებს გადაიარაღების გეგმას წარუდგენს, რომელიც 800 მილიარდი ევროს თავდაცვით ინვესტიციას გულისხმობს. 

ამავე თემაზე ასევე ნახეთ: