წყარო: ქობულეთის მერს გადადგომის შესახებ წინასწარ დაწერილი ტექსტი გაუგზავნეს
"პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა - ქობულეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ლევან ზოიძის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ ზოიძეს ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის facebook სტატუსის შაბლონი გაუგზავნეს.
ზოიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს - ეს უკანასკნელი თორნიკე რიჟვაძის უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდა. მისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა, მან ლევან ზოიძის და თანამდებობიდან მუშაობის დაწყების პირველივე დღეს გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი და ნათელ-მირონია.
ჩიქოვანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება FACEBOOK-ზე გაავრცელა. "პირველების" წყაროს ცნობით, ის რომ თანამდებობიდან უშვებდენ, მერმა რამდენიმე საათით ადრე გაიგო.
თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. რიჟვაძე "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაშიც ვეღარ მოხვდა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - გადადგომიდან მელევე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.