"ოცნება" პუტინსაც შემოუშვებს ქვეყანაში, რომ მოითხოვოს - თინა ბოკუჩავა

23.05.25 15:21
"ოცნება" პუტინსაც შემოუშვებს ქვეყანაში, რომ მოითხოვოს - თინა ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ქვეყანაში ერვოკავშირის მისიის წარმომადგენლის არშემოშვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება თავისუფლად ქვეყანაში მხოლოდ რუსებს უშვებს.  

"ოცნება" პუტინსაც შემოუშვებს ქვეყანაში, რომ მოითხოვოს - ამბობს ბოკუჩავა.

გავრილოვი ხომ შემოუშვეს, პოზნერი ხომ შემოუშვეს, პუტინსაც შემოუშვებენ რომ მოითხოვოს, უბრალოდ მაგის ღირსადაც არ თვლის, რომ იმონებს ყოველგვარი ვიზიტის გარეშე. ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც უშვებს ქვეყანაში რუსებს, ფეხქვეშ ედება რუსებს, ემსახურება რუსებს და რომელიც დღე და ღამ ლანძღავს და ცივ ომს უცხადებს, ემიჯნება, ღალატობს ამერიკას, ევროკავშირს და საქართველოს ყველა მეგობარს, რომლებსაც მილიარდები აქვს ჩადებული საქართველოში", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.  

21 მაისს საქართველოში ბელგიელი დიპლომატი, ევროდელეგაციის წარმომადგენელი, საიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამის შესახებ "პირველებს" წერილობით კომენტარით დაუდასტურა და უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა.

ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი ბოდიში მოიხადა.

სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა განცხადება მაკა ბოჭორიშვილის უწყებამ და ფაქტი დაადასტურა. 

უკვე ამის მერე დიპლომატიური სკანდალის შესახებ პირველი კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ვახო გომელაურის უწყებაში ირწმუნებიან, რომ "ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი".