"ოცნება" პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - სალომე სამადაშვილი
"კოსმეტიკური ცვლილებით და ოდიოზურ პირების გაწევით "ოცნება" პასუხისმგებლობებს ვერ გაექცევა" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
პასუხისმგებლობა ძალადობაზე ეკისრება პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მართავს ქვეყანას - აცხადებს სამადაშვილი.
"ქართლი ოცნება" დღეს არის შესული კრიზისში. ისინი არიან საერთაშორისო იზოლაციაში. მათ არ აქვთ რეალური შიდა მხარდაჭერა, ამით ახლა შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებით და იმით, რომ ოდიოზურ პირებს გაწევენ ძალოვანი სტრუქტურებიდან და რაღაც პასუხისმგებლობებს აიცილებენ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ძალადობაზე ეკისრება პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მართავს ქვეყანას, ამიტომ ვერავინ ვერ გაექცევა ამა პასუხისმგებლობას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
- აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ჭელიძე, მეტსახელად - "მოზგი" იყო ერთ-ერთი ვინც აქციებზე დარბევის ბრძანებებს გასცემდა.
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის - მის შემდცვლელად დავით არჩვაძე დაინიშნა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ.
- ეს ინფორმაცია უწყებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", რომელიც "შაბათის ეთერმა" ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან.
"ხარება" გელა გელაძის წარდგენას არ დასწრებია.