ცვლილებები შსს-ში - "ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ გადამდგარ "მოზგს" არც კი იცნობენ
რას უკაშირდება ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში? - ვახტან გომელაურის და ახლა უკვე მის მოადგილის, იოსებ ჭელიძის გადადგომის შემდეგ, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ "ივანიშვილი ყველა იმ კადრს იშორებს, ვინც მძიმე სანქციების ქვეშ არის".
ინფორმაციის გადამოწმება დღეს "პირველებმა" "ქართული ოცნების" წევრებთან სცადა.
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
- ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის. მის შემდცვლელად დავით არჩვაძე დაინიშნა.
"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ "სანქციების არ ეშინიათ".
არა, არა - სანქციები არ მუშაობს, სანქციებით გინდოდათ ამოგეტრაილებიათ ეს ქვეყანა, მაგრამ ვერ გააკეთეთ", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
"ქართული ოცნების" წევრის მტკიცებით, იოსებ ჭელიძეს არც კი იცნობს.
დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან არავის უშვებენ - "თუ პირი წასვლის შესახებ განცხადებას თავად წერს, ე.ი. ის თანამდებობიდან არავის არ გაუშვია".
ინფორმაცია მხოლდო ნიუსის დონეზე მაქვს წაკითხული. მას აქვს საკუთარი დამსახურებული წლები შესაბამის უწყებაში და მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა უწყება. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. ვინც არ გაუშვეს და თავად დაწერა განცხადება, ყველა თვითონ მიდის სამსახურიდან. თუ ამ პიროვნებამ თავად ადწერა გაცნხადება. ე.ი თავად წავიდა", - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ფლობს თუ არა ინფორმაციას გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) უწყებიდან შესაძლო წასვლის შესახებ, მათიკაშვილი "პირველებს" პასუხობს: "არც ხარებაზე და არც გოგიაზე არ მაქვს ინფორმაცია".
არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ საუბარი არ სურთ და "ტვ პირველთან" კომენტარზე არ ჩერდებიან.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ.
- ეს ინფორმაცია უწყებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", რომელიც "შაბათის ეთერმა" ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან.
"ხარება" გელა გელაძის წარდგენას არ დასწრებია.