კობახიძეს ვუთხარი, რას აკეთებ? - ეს არ არის სწორი გზა შენთვის - ინტერვიუ შტეფან შენახთან
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, შტეფან შენახი "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ევროსაბჭოსა და ევროპის დახმარება სჭირდება.
მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება, რომელიც პროტესტს ციხეებით პასუხობს და ხალხს უკანონოდ აპატიმრებს ბოლოს მაინც მარცხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაუბრუნდეს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს სჭირდება დახმარება. მას სჭირდება ევროსაბჭოს დახმარება და ევროპის დახმარებაც, თუმცა არა დაპირისპირებითა და თითის ქნევით. აუცილებელია თანამშრომლობა.
იანვარში, როდესაც ეუთოს შეხვედრა გაიმართა, ვუთხარი ქართული დელეგაციის წევრებს, მოდით ჩემ ოფისში. იქ გულწრფელად ვესაუბრე და ვუთხარი, ამ გზით რასაც ახლა აკეთებთ არ შეიძლება გაგრძელება.
აუცილებელია დიალოგი, დიალოგი დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. ეს კანონის უზენაესობა ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა პატივისცემა იმისა, რაც ქვეყანაში ხდება და არა იგნორირება, ან საპასუხოდ, პოლიციისა და საპატიმროების გამოყენება.
იცით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ციხეში. ჩვენ ყველას გვახსოვს ის საშინელი კადრები ციხეებიდან. ახლა კი "ქართული ოცნება" იოგივე გზას ირჩევს - ციხეები ისევ ივსება.
ყველა ხელისუფლება, რომელიც ციხეებით პასუხობს და ხალხს უკანონოდ აპატიმრებს ბოლოს მაინც მარცხდება," - აცხადებს ის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ის ირაკლი კობახიძეს იანვარში ესაუბრა და დახმარება შესთავაზა. გულწრფელად უთხრა, რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ.
ვიცნობ თქვენს პრემიერმინისტრს, ის აქ იყო, ევროსაბჭოში. ბევრჯერ ვისაუბრეთ. ბოლო არჩევნების დროს დერეფანში შევხვდი და ვუთხარი, რას აკეთებ? - ეს არ არის სწორი გზა შენთვის, მაგრამ ეს არ არის დასასრული და კიდევ ერთხელ შევთავაზე, თუ დაგჭირდება ჩემი დახმარება მზად ვარ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ თქვენ ქვეყანას," - განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
ასევე ნახეთ:
-
ემანუელ ზინგერისი: "ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა ბელარუსსა და ირანს შორის არის"
-
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის პირად ტყვესთან - კარამურზა ქართველი პოლიტიკოსების პატიმრობას რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ადარებს
-
შტეფანი კრისპერი საქართველოზე: რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაუწესდეს
-
უილიან ბულაი: საშინელებაა, რაც საქართველოში ხდება, ვხედავთ პუტინის გრძელ ხელს, რომელიც მოქმედებს "ოცნების" საშუალებით