ირაკლი ღარიბაშვილი თორნიკე რიჟვაძესთან საავადმყოფოში მივიდა (ვიდეო)
"პირველ საუნივერსიტეტო" კლინიკაში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობითაა მოთავსებული, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
ექსპრემიერის კადრები "ტვ პირველმა" გადაიღო.
ღარიბაშვილი კლინიკაში ცოლთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერტად მივიდა - მთავრობის ყოფილ მეთაურს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.