ამ წერილით გამოდის, მადლობა ბატონო ბიძინა, თვითმკვლელობამდე რომ მიმიყვანე - გიორგი შარაშიძე

07.07.25 16:39
 ამ წერილით გამოდის, მადლობა ბატონო ბიძინა, თვითმკვლელობამდე რომ მიმიყვანე -  გიორგი შარაშიძე

 

 

გახარიას გუნდში თორნიკე რიჟვაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ. 

გიორგი შარაძიძის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე მკვლელობის მცდელობის ვერსიასთან გვაქვს. ამასთან პოლიტიკოსის თქმით, წერილი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ავრცელებს, სავარაუდოდ აჭარის მტავრობის ყოფილი მეთაურის დაწერილი არ არის:

აქ თვითმკვლელობის ვერსია ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, აქ არის მკვლელობის მცედელობის ვერსია. პირველი რეაქცია, რაც შესახება წერილს - პირველი რეაქცია რაც მაქვს, ეს არის, რომ ის რიჟვაძის დაწერილი არ არის. ამ წერილით გამოდის, "მადლობა ბატონო ბიძინა, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ.

რაც მოხდა, ეს არ ჰგავს თვითმკვლელობას და არ ჰგავს იმიტომ, რომ  "ოცნებისგან" უკვე, ყველაფერია მოსალოდნელი.  

მინდა, შევახსენო "ქართული ოცნების" ამომრჩეველს, ეს ის "ოცნებაა", რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

ამავე თემაზე:  

ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

  • შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".

ამის პარალელურად,  „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ. 

მსგავსი სიახლეები