ლიეტუვა - ჟურნალისტობა დანაშაული არ არის, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

06.08.25 16:04
ლიეტუვა - ჟურნალისტობა დანაშაული არ არის, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ "მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს მკაცრად გმობს". 

„ჟურნალისტობა დანაშაული არ არის. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე ამ მიუღებელი თავდასხმის უკან დგანან“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე.

ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოსთან აქცია უკვე დასრულდა და 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის განაჩენი უნდა გამოცხადდეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  

საერთაშორისო გამოხაურებები ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები