იტალიელი სენატორი მზია ამაღლობელზე: ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ
იტალიელი სენატორი მარკო ლომბარდო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იტალიის სენატში გამართულ მოსმენაზე მზია ამაღლობელზე ისაუბრა, დღეს გამოცხადებულ განაჩენს X-ზე პოსტით ეხმაურება და წერს, რომ “ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ“.
მისი თქმით, “მზიას ნამდვილი "დანაშაული" თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტად ყოფნა და ხალხის პროტესტის მხარდაჭერაა.“
"მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდება გადაკვალიფიცირდა, როგორც საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა, მზიას ნამდვილი "დანაშაული" თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტად ყოფნა და ხალხის პროტესტის მხარდაჭერაა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ", - წერს ის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საერთაშორისო გამოხაურებები ამავე თემაზე:
- Amnesty International-ი: სასამართლო პროცესი იყო სავსე დარღვევებითა და მიკერძოებით
- ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა - რასა იუკნევიჩიანე
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა- ლაგოდინსკი
- 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა: ვგმობთ ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს
- ლიეტუვა - ჟურნალისტობა დანაშაული არ არის, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.