ქერაშვილი პროკურორებს: "ჩვენ გადავიკვეთებით, როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე თქვენგან განსხვავებით, კეთილსინდისიერად შევასრულებ ჩემს მოვალეობას"

03.09.25 15:23
ქერაშვილი პროკურორებს: "ჩვენ გადავიკვეთებით, როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე თქვენგან განსხვავებით, კეთილსინდისიერად შევასრულებ ჩემს მოვალეობას"

"ჩვენ გადავიკვეთებით, როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, კეთილსინდისიერად შევასრულებ ჩემს მოვალეობას" - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა ირაკლი ქერაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც საბოლოო სიტყვით ისარგებლა. 

მისი თქმით, მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს, რადგან სასამართლო მიკერძოებულია: 

„მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღემდე არ გავტყდით. განსაკუთრებით ვუხდი მადლობას ჩემს დას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მიყვარხარ.

ჩვენს ადვოკატებს მადლობა, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად და ეს დაამტკიცეს.

დიდი პატივს ვცემდი მოსამართლის პროფესიას, თუმცა სამწუხაროდ, ამ შენობაში და ამ ქვეყანაში და ამ შენობაში აღარაა სამართალი. გამამართლებელი განაჩენის იმედი არ მაქვს.

მივმართავ რეჟიმს. იმის მიუხედავად, რომ უნდოდათ, ციხის კედლებით შევეშინებინეთ. ვერ გაითვალისწინეს, რომ მაღალი EQ  [ემოციური ინტელექტი] გვაქვს.

ჩვენ გადავიკვეთებით, როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, კეთილსინდისიერად შევასრულებ ჩემს მოვალეობას.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სასამართლოს ესწრება. ბევრ ახლობელზე უფრო ახლობლები გახდით.

განსაკუთრებული სიძლიერე მინდა შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა. ყველას მოგიწოდებთ, რომ ბოლომდე იბრძოლოთ. გამარჯვება აუცილებლად ჩვენ მხარეს იქნება."- ნაწყვეტს ირაკლი ქერაშვილის საბოლოო სიტყვიდან "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები