გეგელია: "ოცნების" არარაობათა რეჟიმი ღიად უპირისპირდება ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოს -გერმანიას
"ოცნების" არარაობათა რეჟიმი ღიად უპირისპირდება ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოს-გერმანიას - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ოცნების" ლიდერების მიერ გერმანიის ელჩზე მიმდინარე თავდასხმას.
გეგელია ამბობს, რომ "ეს არის რუსული სპეცოპერაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლის თანახმადაც საქართველო უნდა ჩამოშორდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას"
მაშინ, როცა ევროპაში იქმნება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგი, მაშინ, როდესაც ამ რეგიონის ფუნდამენტური აგდახალისება ხდება, "ქართული ოცნების" არარაობათა რეჟიმი ღიად უპირისპირდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც არის ევროპული კავშირის წამყვანი სახელმწიფო. ეს არის რუსული სპეცოპერაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლის თანახმადაც საქართველო უნდა ჩამოშორდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობა გამოუცხადა.
მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“, რასაც გერმანიის საგარეო სამინისტროს განცხადება მოჰყვა.
- გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გერმანიის ელჩი თბილისში [პეტერ ფიშერი] ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს“.