რატომ გაავრცელა სუს-მა ხაბეიშვილის და ბურჭულაძის დაკავებაზე ერთ ბრიფინგზე ინფორმაცია

11.09.25 18:33
რატომ გაავრცელა სუს-მა ხაბეიშვილის და ბურჭულაძის დაკავებაზე ერთ ბრიფინგზე ინფორმაცია

რატომ გაავრცელა სუს-მა ლევან ხაბეიშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე ერთ ბრიფინგზე ინფორმაცია? - მამუკა მდინარაძის უწყებამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე საჯარო ინტერვიუების გამო დააკავა, თქვა, რომ ხაბეიშვილი ქრთამის სახით საჯარო მოხელეებისს ფულადი თანხების საჯაროდ ჰპირდებოდა. 

ჯუანშერ ბურჭულაძეს კი გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

სუსს განცხადებაში არ მიუნიშნებია, რომ ამ ორ ადამიანს ან საქმეს შორის რაიმე კავშირი არსებობს.

მანამდე ივანიშვილის გუნდში მიანიშნებდნენ, რომ "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ლევან ხაბეიშვილი მათი ყოფილი თანაგუნდელისგან იღებდა, არ ასახელებდნენ ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-გომელაურის გვარებს, თუმცა დღეს, დაკავებამდე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხაბეიშვილმა თქვა, რომ კობახიძეს ამ ტრიოს დაკავება სურდა სოწრედ აღნიშნული მიზეზის გამო სურდა, თუმცა ივაინშვილს ამის თქმას ვერ უბედავდა და მესიჯებს საჯაროდ გაკეთებული მინიშნებებით უთვლიდა. 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 
  • სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
  • ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მსგავსი სიახლეები